ტელეკომპანია Rai-ს ჟურნალისტი ენრიკო ვარიალე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის გამოეხმაურა და ინატრა, რომ ის იტალიის ნაკრების წევრი იყოს…
“ჯერ მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა, შემდეგ 2:0 თავად გახადა ანგარიში. კვარამ საქართველო B დივიზიონში გადაიყვანა. მან ჩრდილოეთ მაკედონია უშანსოდ დატოვა. გუნდი, რომელმაც იტალია მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა. რამდენად გვჭირდება ასეთი იტალიელი ფეხბურთელი”, – წერს ვარიალე სოციალურ ქსელში, რომლის სიტყვების საპასუხოდ Area Napoli-ს საიტზე წერია:
“ვარიალეს სურს კვარაცხელიას თვისებების მქონე ფეხბურთელი “სკუადრა აძურაშიც” ნახოს, მაგრამ კვარა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მხოლოდ ერთია. ამჟამად კი მისით “ნაპოლი” და საქართველო ტკბებიან.”
კომენტარები post