საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. ბოლო ტურში გიბრალტარს ვესტუმრეთ და მეტოქე 1:2 დავამარცხეთ, რითაც 16 ქულა დავაგროვეთ და ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ.
ბოლო 2 მატჩში ნაჩვენები თამაში კი მაინც უკეთესის სურვილს ტოვებს, რადგანაც აშკარაა, რომ ჩვენს ნაკრებს უფრო მაღალი დონის ფეხბურთის თამაშის რესურსი აქვს. ქართველ გულშემატკივრები გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩს ასე ეხმაურებიან:
“კვარაზე ვართ დამოკიდებულები, მის გარეშე ნაკრები ნულია”
“ხვიჩასთან ერთადაც გვიჭირდა შეტევა, მაგრამ რომ გავიდა ძალიან გაგვიჭირდა”
“გიბრალტართან ასე უნდა გვენერვიულა, უფრო მარტივად უნდა მოგვეგო”
“ამ ორ მატჩამდე სხვა ფეხბურთს ვთამაშობდით, ვერ ვხვდები რა შეიცვალა”
კომენტარები post