- 14 საათის წინ
იტვირთება
ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონია! ქართველი ნახევარმცველის გუნდმა ეს ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა. ექსტრაკლასას 33-ე ტურში "ლეხმა" პოზნანურ დერბიში სტუმრად "ვარტა" 2:1 დაამარცხა. ნიკა სათადარიგო იყო და მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.
იმისთვის, რომ ტიტული გაენაღდებინა ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო, რამდენიმე საათში ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის "რაკუვი" "ზაგლებიეს" სტუმრობდა და თუ მოიგებდა, საჩემპიონო შანსს შეინარჩუნებდა, მაგრამ დამარცხდა - 0:1. გვილია 97-ე წუთზე შეცვალეს, გაგნიძე სათადარიგო იყო. ასე რომ "ლეხს" 71 ქულა დაუგროვდა, "რაკუვი" 66 ქულით მე-2 ადგილზეა და კონფერენსლიგაზე ითამაშებს.
29 წლის კვეკვესკირმა "ლეხში" მეორე სეზონი დაასრულა, ამ სეზონში მან 28 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი გააკეთა.