მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ “ბარსელონური” კარიერა ძალიან ცუდად დაასრულა, კლუბს მისი გაშვება ფინანსური პრობლემების გამო მოუხდა.
კატალონიელთა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ იმედი აქვს მესის ბარსელონაში დაბრუნების.
“მესი ბარსელონასთვის ყველაფერი იყო, საუკეთესო ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში. მასთან მხოლოდ იოჰან კრუიფის შედარება შეიძლება. ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ იმ სიტუაციის მიხედვით, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ. კლუბი მოთამაშეებსა და მწვრთნელებზე მაღლა დგას.
როგორც ბარსას პრეზიდენტმა, ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ პირად დონეზე ვფიქრობ, რომ მასთან ვალში ვარ. მე მჯერა და იმედი მაქვს, რომ ბარსელონაში მესის ისტორია არ დასრულებულა. ამ ისტორიის ხელახლა გახსნა ჩვენზეა დამოკიდებული, ის უკეთეს დასასრულს იმსახურებს”,– განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ მესის “პსჟ-სთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
კომენტარები post