კატალონიური “ბარსელონა” მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში. ესპანელებმა რამდენიმე ეკონომიკური ბერკეტი გააქტიურეს ამ სიტუაციის გამოსასწორებლად.
მაგრამ მაღალი სახელფასო ჭერი ჯერ კიდევ მოსაგვარებელ პრობლემად რჩება და დე იონგიც კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ფრენკი “ბარსელონაში”. მისი დამატება ძალიან სურს “მანჩესტერ იუნაიტედს”. ამ საკითხხის შესახებ ჟოან ლაპორტამ განცხადება გააკეთა.
“არიან კლუბები, რომლებსაც სურთ ფრენკის დამატება და ასეთი მხოლოდ იუნაიტედი არ არის. ჩვენ მისი გაყიდვის არანირი განზრახვა არ გაგვაჩნია და მასაც დარჩენა სურს.
ყველაფერს გავაკეთებ რომ ფრენკი აქ დარჩეს, მაგრამ ჩვენ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს და ეს უნდა მოვაგვაროთ.
ფრენკი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევრმცველადაა მიჩნეული, ყველა ექსპერტის მიერ, ჩვენ გვიხარია რომ ის ჩვენთანაა”,- განაცხადა ლაპორტამ.
კომენტარები post