“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კრიშტიანუ რონალდუს ბარსაში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, რამდენიმე გამოცემა ირწმუნებოდა, რომ პორტუგალიელით კატალონიური კლუბი სერიოზულად დაინტერესდა.
“გაგვიმართლა, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობას “ბარსაში” გადმოსვლა უნდა. როცა ასეთი შანსი ჩნდება, ყველა განიხილავს ამ ვარიანტს, აღფრთოვანებულები რჩებიან, ამაზე ფიქრობენ. ეს მოთამაშეების აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება. იგრძნობა”.
“თავისი ისტორიის გამო, “ბარსელონა” ტოპ ფეხბურთელებისათვის ძალიან მიმზიდველი კლუბია. რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეზე არ ვსაუბრობ. კვლავ მიმზიდველ კლუბად ვრჩებით, მიუხედავად დროებითი ჩამორჩენისა” – ციტირებს “ბარსას” პრეზიდენტის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ ახალ კლუბს ეძებს, მას “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს.
კომენტარები post