საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ამხანაგურ ტურნირზე, რიგის თასზე მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა და მასპინძელი ლატვია 4:2 დაამარცხა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, რომელიც თალესის გოლით და ფერნანდო დრასლერის დუბლით 3:1 მოიგო. მეორე ნახევარში ლატვიელებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა, 33-ე წუთზე ბინიომ სხვაობა ისევ ორბურთიანი გახადა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა – 4:2.
საქართველოს ნაკრებმა რიგის თასზე ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო – ლატვიამდე ლიეტუვის ნაკრები 6:3 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, სადაც საწყის ორ მატჩს ბელგიისა (8 ოქტომბერს შინ) და ავსტრიის (12 ოქტომბერს სტუმრად) წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები post