საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მეკარემ დატოვა. ლაზარე კუპატაძესა და “დინამო ბათუმს” შორის თანამშრომლობა შეწყდა, ამ ინფორმაციას crystalsport ავრცელებს.
Geo Team-ის ცნობით კი გუშინ, ბათუმის დინამოს მწვრთნელს, სპორტულ დირექტორს და ლაზარე კუპატაძეს შორის შეხვედრა მოხდა, რის შემდეგაც ფეხბურთელს უთხრეს, რომ გუნდი უნდა დატოვოს.
სავარაუდოა, რომ ევროტურნირებზე წარუმატებლად გამოსვლის მთავარ მიზეზად ლაზარე კუპატაძის პერფორმანსს მიიჩნევენ.
კომენტარები post