ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ პსჟ-ის ვარსკვლავ ლიონელ მესის 2022 წელს ჩემპიონთა ლიგისა და მუნდიალის მოგება სურს.
წყაროს ცნობით, არგენტინელი პარიზულ გუნდს საბოლოოდ მოერგო და იმ შემთხვევაში, თუ დასახულ მიზნებს მიაღწევს, კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც იფიქრებს.
იმ შემთხვევაში, თუ მესი “პარკ დე ფრანსიდან” წავა, მას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი ექნება – დაბრუნება “ბარსელონაში” ან “ინტერ მაიამიში” გადაბარგება.
კომენტარები post