გუშინ ესპანეთის ლა ლიგამ აიღო სტარტი და პირველ შეხვედრაში “ოსასუნამ” “სევილია” 2:1 დაამარცხა. დღეს კი საქმეში ჩაერთვება “ბარსელონაც”, კატალონიელები “სპოტიფაი ნოუ კაპმზე” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებენ.
“ბარსელონას” ჰქონდა პრობლემა “სახელფასო ჭერის” სახით, რის გამოც ახალწვეულების დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა, მაგრამ ესპანურმა გრანდმა “ბარსა სტუდიოს” 24.5% გაყიდა 100 მილიონად და ხელ-ფეხიც გაეხსნა.
გუშინ ღამით ოფიციალურად დარეგისტრირდნენ რობერტ ლევანდოვსკი, ფრანკ კესი, ანდრეას კრისტენსენი, რაფინია, სერხი რობერტო და უსმან დემბელე. “ბარსას” ჯერ არ დაურეგისტრირებია ჟულს კუნდე, მაგრამ მისი რეგისტრაცია მომავალი კვირისთვის იგეგმება.
კომენტარები post