გუშინ დილით რობერტ ლევანდოვსკის თავს დაესხნენ და 70 000 ევროიანი საათი მოპარეს., “ბარსელონას” ბაზის სიახლოვეში მოხდა. პოლონელი ვარჯიშზე გამოცხადდა და სავარჯიშო კომპლექსთან მას გულშემატკივრები დახვდნენ.
თვითმხილველის ინფორმაციით, ქურდმა ლევანდოვსკის ავტომობილის მგზავრის კარი შეაღო და მობილური ტელეფონის მოპარვა სცადა.
თუმცა, როგორც TV3 იტყობინება, ძარცვა მას შემდეგ შედგა, რაც ლევანდოვსკიმ ავტომობილის ფანჯარა ავტოგრაფების დასარიგებლად ჩამოწია. ამ დროს, ერთ-ერთი გულშემატკივარი ფანჯარაში შეხტა და ხელი სტაცა საათს, რომლის ღირებულებაც 70 ათას ევროს შეადგენს.
პოლონელმა ქურდის დაჭერა და საკუთარი საათის დაბრუნება სცადა, თუმცა ის ფეხბურთელის თვალხედვის არეს ჩამოშორდა. დამნაშავის დაკავებაში ლევანდოვსკის პოლიცია დაეხმარა, რომლის მიერ ქურდის დაკითხვის შემდეგ, საათი “ბარსას” ბაზასთან ახლოს ჩაფლული იპოვეს
კომენტარები post