“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით დასრულდა (4:0) ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ტენ ჰაგმა.
“დღეს კმაყოფილი ვარ. გუნდმა საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინა და ყველა ხვდება, რომ ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ”.
“პრესინგის დროს რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალება მივეცით, თუმცა თავადაც შევქმენით”.
“თუ ბერვს ვიშრომებთ, შეცდომებს გამოვრიცხავთ, თუმცა ბუნებრივია, რომ ახლა გახარებულები ვართ”.
“კარგი ფეხბურთელები გვყავს, გუნდის შენებას ვიწყებთ და პირველი თამაშით კმაყოფილი ვარ”.
“დიდი დრო დაგვჭირდება, ბევრი შეცდომა დავინახე. „ლივერპულმა“ სამი შემადგენლობით ითამაშა და უძლიერესი მოედანზე არ ჰყოლია. ამიტომ, შედეგის გადაფასებას არ ვაპირებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე მართლა კარგი მომენტი დავინახე.“ – განაცხადა სპეციალისტმა.
კომენტარები post