სერია ა-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. ლოჩოშვილის “კრეომონეზე” “რომას” ესტუმრა და 1:0 დამარცხდა, მაგრამ ლუკა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა.
იტალიელი ქომაგები ლუკას თამაშით კმაყოფილები დარჩნენ და მისი დებიუტი ასე შეაფასეს:
“კრემონეზეს” დაცვის ხაზი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ლოჩოშვილი.”
“მან ალბათ თანამემამულე დვალიშვილის ჩხუბს უყურა. პირველი ნახევარი MMA-ს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთს.”
“ლოჩოშვილს სასიამოვნო დებიუტი ჰქონდა.”
“იდეალურთან მიახლოვებული პირველი ტაიმი ჰქონდა, შესანიშნავი ვარდნა განახორციელა.”
“საქართველოს ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ხვიჩა, მამარდაშვილი, აზაროვი, მიქაუტაძე, ასევე ახალგაზრდა აბუაშვილი. ახლა ლოჩოშვილიც გამოჩნდა.”
კომენტარები post