ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ იტალიის სერია ა-ში მეორე ქართველი ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის დებიუტიც შედგა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა “კრემონეზეს” რიგებში პირველი სათამაშო წუთები “რომას” წინააღმდეგ მიიღო და მან მოედანზე 84 წუთი დაჰყო. იმის მიუხედავად, რომ “კრემონეზე” 1:0 დამარცხდა, ლოჩოშვილი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მატჩის შემდეგ ლოჩოშვილის დებიუტი “კრემონეზეს” მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა.
“ლუკა კარგი ფეხბურთელია, რომლის დამატება გვინდოდა. დღეს, “სტადიო ოლიმპიკოზე”, დიბალას წინააღმდეგ კარგი თამაში ჩაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღიურად უნდა მოუმატოს, მაგრამ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ მისით და ზოგადად, ყველა მოთამაშით, ვინც დღეს კრემონეზეში თამაშობს”, – განაცხადა ალვინიმ.
კომენტარები post