ლუკა პარკაძე, რომელთანაც კონტრაქტი მიუნხენის “ბაიერნმა” გააფორმა, ინგლისურმა გამოცემა “გარდიანმა” მომავალი თაობის 60 ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს შორის დაასახელა.
“მომავლის თაობა – მსოფლიო ფეხბურთის 60 საუკეთესო ტალანტი”, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ წერილში “გარდიანმა” 2005 წელს დაბადებული 60 ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე შეარჩია და ყველა მათგანი სათითაოდ დაახასიათა – მათ შორის, „დინამო თბილისის“ აღზრდილიც.
“ლუკა პარკაძე – კლუბი “დინამო თბილისი”. პოზიცია – შემტევი ნახევარმცველი. დაიბადა 2005 წლის 6 აპრილს. ძნელი სათქმელია, რამ მიიქცია მეტი ყურადღება: კარგმა თამაშმა გერმანიის 17-წლამდელებთან თუ ჩეხეთის 17-წლამდელებთან გამარჯვების გოლმა, რომელიც მან 16 წლის ასაკში გაიტანა. ასეა თუ ისე პარკაძე შენიშნეს. პარკაძე მრავალმხრივია და ბევრი გამორჩეული უნარი აქვს – კარგად თამაშობს როგორც 8 ნომერზე, ასევე 10-იანის პოზიციაზე და ფლანგზე. როდესაც უყურებთ მას მოქმედებაში, ხედავთ, თუ როგორ დრიბლინგს აკეთებს, ატარებს ბურთს წინ და ებრძვის მცველებს მარტივად და ხალისით, ასევე შეუძლია საკვანძო პასის გაკეთება ან დარტყმა ორივე ფეხით. მისი დებიუტი საქართველოს უმაღლეს დივიზიონში 17 წლის ასაკში შედგა”, – წერს „გარდიანი”.
კომენტარები post