საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 ტურში ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად დაიკავა, რითაც ასევე B დივიზიონის საგზური მოიპოვა.
ქართველი გულშემატკივრის წინაშე პირველად იდგა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 6 ბურთი მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
მატჩის შემდეგ, გიორგიმ Goal.ge-სთან მცირე კომენტარის გაკეთებაც მოასწრო:
“ზოგადად, დინამოზე და ნაკრებში თამაში რთულია. ეს ჩემთვის ქართველი გულშემატკივრის წინაშე პირველი გამოცდილება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მოვიგეთ და კარიც მშრალად შევინახეთ”,– განაცხადა გიორგიმ.
კომენტარები post