“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწრთვნელმა, ტენ ჰაგმა თავის შეგირდებზე ისაუბრა და ისინი შეაქო.
“რა თქმა უნდა, მინდა გუნდს ენერგია მივცე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელები ძალიან კარგად მუშაობენ. ბოლომდე კონცენტრირებულები არიან და ერთმანეთს აძლიერებენ. როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას იღებენ. ერთად ასპარეზობა სიამოვნებთ და თავდაუზოგავად მუშაობენ”.
“უნდა შევისწავლო, გავეცნო შემადგენლობას, პერსონალს, ფეხბურთელებს. ვფიქრობ, ეს ტურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ორი კვირა გვაქვს ერთმანეთთან ახლოს ყოფნისთვის და მუშაობისთვის. უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს – მე მათი უკეთ გაცნობა მსურს, მათ კი ჩემი და ჩემი დამხმარეების”.
“პროაქტიური ფეხბურთის ჩვენება გვინდა – ბურთით და მის გარეშე. ჩვენი მიზანი ეს არის. შტაბი ფეხბურთელებს უხსნის, რომ ყველა სიტუაციაში პროაქტიურად მოქმედებაა საჭირო”.
“მამაცი გუნდი გვყავს. ბურთის ფლობა, ერთმანეთისთვის სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზება გვსურს. იგივე ეხება უბურთოდ მუშაობასაც – კარგი პრესინგის ჩვენება გვინდა”- განაცხადა სპეციალისტმა.
კომენტარები post