“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი აზრით, “წითელმა ეშმაკებმა” ქართველის შეძენა უნდა სცადოს.
“ვხედავ, რომ კვარაცხელიას ხშირად მარადონას ადარებენ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი თამაშის სტილი, მოძრაობები, დრიბლინგი თვალისმომჭრელია.
ცოტას თუ ვიოცნებებ, შესანიშნავი იქნებოდა “ნაპოლის” ორივე შემტევის, ოსიმენისა და ხვიჩას გაფორმება, თუმცა ერთ-ერთის ყიდვაც უკვე წარმატებულ ნაბიჯად ჩაითვლება. ნეაპოლელები ახლოს არიან, რომ იტალიის ჩემპიონობა იზეიმონ, მაგრამ რა იქნება შემდეგ, მიიღებენ ახალგაზრდა შემტევები ახალ გამოწვევებს და გადმოვლენ პრემიერლიგაში? თუ დარჩებიან იქ, სადაც ახლა არიან?
ეს ყველაფერი სატრანსფერო ფასს ეხება. “მანჩესტერი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია მსოფლიოში და თითქმის ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ აუცილებელია გონივრული ტრანსფერების გაკეთება. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი მათგანის შესყიდვაც შესანიშნავი იქნება”, – განაცხადა ბერბატოვმა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატს 71 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს, “ლაციოს”, 19 ქულით უსწრებს. ნეაპოლელები 2 აპრილს “მილანს” დაუპირისპირდებიან.
კომენტარები post