ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

მანე ლივერპულის გულშემატკივარს დაემშვიდობა


  • 1 კვირის წინ
მანე ლივერპულის გულშემატკივარს დაემშვიდობა

სადიო მანემ ოფიციალურად დატოვა "ლივერპული" და შეუერთდა მიუნხენის "ბაიერნს".  ფეხბურთელი საკმაოდ ემოციურად ემშვიდობება "ლივერპულის" გულშემატკივრებს.  

"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ "ლივერპულს" საუკეთესო ფანები ჰყავს, რომლებიც მოედანზე გასაოცარ ატმოსფეროს ქმნიან. შესაბამისად, ისინი ძალიან მომენატრებიან.

განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც ჩემს სახელს სკანდირებდნენ და მიმღეროდნენ. ეს მომენტები მუდამ მემახსოვრება. მათი მხარდაჭერა დამატებით ძალას და მოტივაციას მაძლევდა.

მე ლივერპულში სახლი მაქვს და აუცილებლად დავბრუნდები ენფილდზე, თუნდაც მატჩის საყურებლად. მე ყოველთვის მერსისაიდული გუნდის ნომერ 1 მხარდამჭერი ვიქნები." -  თქვა სენეგალელმა ფეხბურთელმა

ასევე დაგაინტერესებთ