მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა – არგენტინელი ექიმი და ჟურნალისტი ნელსონ კასტრო საზოგადოებას მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით უცნობ დეტალს ამცნობს:
‘მარადონას ძლიერი სხეული ჰქონდა, რადგან სიკვდილს იმაზე დიდხანს ებრძოდა, ვიდრე ამას სხვა ნებისმიერი ადამიანი მოახერხებდა. ორგანიზაცია “Gimnasia La Plata barra bravas” თანამშრომლები, უნებართვოდ აპირებდა მისთვის გულის ამოღებას – ამის შესახებ შევიტყვეთ და რადგან გული გამოძიების და კვლევის უმნიშვნელოვანეს საგანს წარმოადგენდა, ის საგულდაგულოდ შევინახეთ.
დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მარადონა გულის გარეშე დაიმარხა.
ჯანმრთელი გული 300 გრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს, მისი გულის წონ კი ნახევარ კილოგრამს აღწევდა – ეს გულის უკმარისობისა და სხვა დაავადებების გამო იყო გამოწვეული’, – განაცხადა ნელსონ კასტრომ.
კომენტარები post