ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

მარცხი დიდი ანგარიშით - ქართველები უნგრელებთან ვერაფერს გახდნენ


  • 1 თვის წინ
მარცხი დიდი ანგარიშით - ქართველები უნგრელებთან ვერაფერს გახდნენ

მადრიდში მიმდინარე ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასზე ქართველებმა დასანანი მარცხი იწვნიეს. 

სანდრო ბაზაძე, მისი ძმა ბექა და ასევე გოგა კაკაურიძე T8-ში უნგრელთა გუნდს დაუპირისპირდნენ, ბიჭებმა შეხვედრის მოგება სცადეს, უდიდესი შრომა გასწიეს, მაგრამ  23:45 დამარცხდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გოგა კაკაურიძეს ნაკრებში დებიუტი სწორედ მადრიდში ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთს ამ სპორტში უძლიერესი გუნდი ჰყავს.

როგორც ჩანს ჩვენმა ბიჭებმა ირანელთა წინააღმდეგ მოგებულ სასწაულ შეხვედრაში დახარჯეს მთელი ძალების რესურსი და უნგრელების წინააღმდეგ მარაგი ამოწურული ჰქონდათ. T16-ში საქართველოს გუნდმა სწორედ ირანს, ანგარიშით 44:45 სძლია. მანამდე კი T32-ში ბელგიას ძალიან მარტივად ანგარიშით 45:24 აჯობეს.

საბოლოოდ მადრიდის მსოფლიო თასიდან საქართველომ სანდრო ბაზაძის წყალობით ერთი ბრინჯაოს წამოღება მაინც მოახერხა, ხოლო ბექა და გოგა უმედლოდ დარჩნენ.

ასევე დაგაინტერესებთ