ევრობასკეტ 2022 პირველ სათამაშო დღეს პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრებმა და ბელგიას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ ცუდი შეხვედრა ჩაატარა და დამარცხდა.
ორმაგი დუბლი შეასრულა სანდრო მამუკელაშვილმა, 18 ქულა და 13 მოხსნა. ასევე 17 ქულა ჩააგდო მაკფადენმა, მაგრამ საერთო ჯამში ნაკრებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც ასეთი შედეგი განაპირობა. ასევე მატჩის მიწურულს დაზიანება მიიღო გოგა ბითაძემ და უცნობია შეძლებს თუ არა მომავალ მატჩებში დახმარებას.
ბელგია საკმაოდ დამაჯერებელი იყო პერიმეტრიდან სროლისას 29-დან 11 ჩაგდებული სამ ქულიანი. მეტოქის რიგებში საუკეთესო იყო ჟან-მარკ მუემა იყო 14 ქულით.
მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 3 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და მიზანი აუცილებლად გამარჯვება უნდა იყოს, რადგანაც ბელგიასთან მარცხით ჯგუფიდან გასვლის შანსები ძალიან გავიუარესეთ.
კომენტარები post