- 15 საათის წინ
იტვირთება
ნაპოვნია 0 პოსტი
© 2022 - GeoSportNews
მადრიდში მიმდინარე ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასზე ქართველებმა გუნდურ ჩათვლაში მე-6 პოზიცია დაიკავეს. ქართველები მეოთხედფინალში უნგრეთის წინააღმდეგ დამარცხდნენ და ამის შემდეგ მაქსიმუმი მხოლოდ მე-5 ადგილი შეიძლება ყოფილიყო.
საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე) მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში ჯერ აშშ დაამარცხა, ანგარიშით 45-39, მაგრამ შემდეგ საფრანგეთთან 36-45 დამარცხდა.
მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში 26 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა და მათ შორის საქართველო მე-6 ადგილზე გავიდა.