“სან ანტონიოს” ლეგენდარულმა თავკაცმა გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილის ტალანტზე და საუკეთესო უნარებზე ისაუბრა.
“მასში ყველაფერი მომწონს, უბრალოდ, ზოგჯერ ცოტა სიმშვიდისკენ მოვუწოდებ ხოლმე, რადგანაც ზედმეტ დაძაბულობას ვამჩნევ. მამუს იუმორის ჩინებული გრძნობა აქვს და ესეც არის მიზეზი, რომ მაგარი ბიჭია. მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი მსიამოვნებს და ეს, გადაჭარბებული ნათქვამი ნამდვილად არაა.”
“მამუკელაშვილი? წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ვწვრთნი ყველას, ვინც სპურსის დარბაზში შემოდის. ტალანტების მოძიება კი ჩემი საქმე არ არის”, – ეს პოპოვიჩის სიტყვებია, რომელიც ორი კვირის წინ თქვა, ახლა კი საქმე გაცილებით სხვაგვარადაა.
კომენტარები post