ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “ნაპოლი” შოტლანდიაში “რეინჯერსს” ესტუმრა და მეტოქე 0:3 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო იტალიელთა ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველი გოლის ეპიზოდში პენალტი გამოიმუშავა.
ხვიჩამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და ბოლო წუთებში ის ელმასმა შეცვალა. whoscored-მა კვარას თამაში 7.2 ქულით შეაფასა, sofascore-მა კი 7.0 ქულით.
კომენტარები post