გუშინ, 30 ნოემბერს, არგენტინა პოლონეთს ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ მესი და ლევანდოვსკი ერთმანეთს გაესაუბრნენ. დასრულებამდე ლევანდოვსკიმ 2 წუთით ადრე მესი ორთაბრძოლისას უხეშად შეაჩერა, ბოდიშის მოხდისას კი არგენტინელთა ლიდერმა ის არც შეიმჩნია.
მათი საუბარი სხვას არავის ესმოდა. ერთ მომენტში ლევანდოვსკიმ მესის მხარზე ხელიც დაადო.გერმანული SPORT1-ის ჟურნალისტმა ლევანდოვსკის მესისთან საუბრის შესახებ ჰკითხა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
“ჩვენს შორის კარგი დუელი გამოვიდა. საფინალო სასტვენის შემდეგ ლეომ მითხრა, დღეს დაცვაში შენც ბევრი საქმე ჰქონდაო. მართალია, ასეც იყო. რაც შეეხება თამაშს: ეს ალბათ ერთადერთი მარცხია ჩემს კარიერაში, როცა თამაშის შემდეგ შემიძლია, მაინც კმაყოფილი ვიყო.”
კომენტარები post