უდიდესი ალბათობით 2022 წლის ოქროს ბურთს კარიმ ბენზემა დაეპატრონება, შესაბამისად ახალგაზრდა ვარსკვლავი კილიან მბაპე უკვე ფიქრობს ამ ჯილდოს 2023 წელს მოგებაზე.
“საკუთარ მომავალზე ფიქრისას, მიფიქრია თუ არა ოქროს ბურთის მოგების შანსი სად უფრო მეტად მექნებოდა? რა თქმა უნდა.
ყველამ იცის, რომ “რეალი” – ოქროს ბურთის მანქანაა და ეს სიახლე არავისთვისაა, მაგრამ საბოლოოდ ამ ჯილდოს კლუბის სახელი არ იგებს. მე დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრიზის მოგებას ერთ დღეს პარიზშიც შევძლებ.
ოქროს ბურთი – დიდი მსოფლიოს ბილეტია. ჩვენთვის ოქროს ბურთი პირველ რიგში მესი სდა რონალდუს ბრძოლაა. მეხსიერებაში თუ დავიწყებთ ქექვას შეიძლება რონალდინიოც გაგვახსენდეს, მაგრამ ამ ორმა ყველა დაჩრდილა თავისი დაპირისპირებით.
ყოველწელს ყველას უჩდნებოდა შეკითხვა, ამჯერად ვინ მოიგებდა ამ ჯილდოს, ეს დაუჯერებელი და საინტერესო საყურებელი იყო”,– განაცხადა მბაპემ.
კომენტარები post