ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მარცხი განიცადა, ამჯერად ბულგარეთის წინააღმდეგ დავმარცხდით, 80:92.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო ტრავმიდან დაბრუნებული გოგა ბითაძე იყო, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა და სამ წამიანში დომინირებდა, მაგრამ მთავარი პრობლემა პერიმეტრი იყო.
მეტოქემ ამ შეხვედრაში პერიმეტრიდან გაგვანადგურა 19 სამ ქულიანი ჩაგვიგდო, რაც ნამდვილად საოცარი შედეგია, ჩვენ კი მხოლოდ 8 სამ ქულიანი ჩავაგდეთ. საოცარი შეხვედრა ჩაატარა მეტოქის ნატურალიზებულმა გამთამაშებელმა დი ბოსტმა, მან 33 ქულა აიღო და 9 სამ ქულიანი ჩაგვიგდო. ასევე შესანიშნავად ითამაშა ვეზენკოვმა, რომელსაც 28 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა.
საქართველოს ნაკრები ხვალ მონტენეგროს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ 1 შანსი გვრჩება, ბელგიამ უნდა მოუგოს ბულგარეთს, ჩვენ კი მონტენეგრო უნდა დავამარცხოთ.
კომენტარები post