რაფაელ ნადალი ბოლო პერიოდის განმავლობაში ქრონიკული ტრავმით თამაშობს, ამ ინფორმაციას თავად ესპანელი ჩოგბურთელი აცხადებს. ნადალმა ტრავმით მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, შემდეგ როლან გაროსი, ახლა კი უიმბლდონის ნახევარფინალშია და ზედიზედ მესამე დიდი სლემის მოგებას უმიზნებს.
ნადალის ტრავმის არ სჯერა ცნობილ იტალიელ ჩოგბურთელს ფაბიო ფონინის და ის მატადორს სიმულაციაში სდებს ბრალს.
“ოთხ საათზე მეტი გიჟივით იბრძოდა. ასე რომ, მე ამის არ მჯერა. მეგობრებო, ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც კითხულობთ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფონინიმ.
ნადალმა უიმბლდონის მეოთხედფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს 3:6, 7:5, 3:6, 7:5, 7:6 (10:4) სძლია, თუმცა, მთელი შეხვედრა აჩვენებდა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა. მატჩის მერე რაფამ ისიც კი განაცხადა, რომ თამაშიდან მოხსნაზე სერიოზულად ფიქრობდა.
კომენტარები post