თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბინადარ “ჩონბუკში” გადადიოდა და კონტრაქტს ხელიც მოეწერა.
თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი შემტევი სამედიცინო შემოწმებამ დაბლოკა. შეთანხმების შედეგად კონტრაქტი განულდა.
თორნიკე კი ამ ამბავს ასე გამოეხმაურა: “დამირეკეს და მითხრეს ჯვარედინი მყესები გაწყვეტილი გქონიაო? – მეღადავებით მეთქი, სამჯერ თქო. მაქამდე კოვიდი მქონდა და გამოვჯანმრთელდი, სამედიცინო ანალიზიც გავუგზავნე. ჯვარედინის გამო მითხრეს, რომ ბოდიშით ტრავმა შეიძლება ისევ გამეორდესო და ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილბთო, კონტრაქტიც გაანულეს”, – განაცხადა თორნიკემ.
კომენტარები post