Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ “ინტერთან” “ნაპოლის” პერფორმანსი შეაფასა.
საკიმ ჩვენებურის შესახებ ორიგინალური კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ “სან სიროზე” “პარტენოპეის” ბევრი ფეხბურთელი თავის თავს არ ჰგავდა, ხვიჩაზე კი ეგონა, რომ მოედანზე მისი ტყუპი ძმა თამაშობდა…
“ზოგიერთი “ნაპოლის” ფეხბურთელი არ ჰგავდა იმათ, ვინც ამ სეზონში ვნახეთ. მაგალითად, კვარაცხელიაზე მეგონა, რომ მოედანზე ის კი არა, არამედ მისი ტყუპი ძმა იმყოფებოდა…
ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ სპალეტიმ
ხელახლა უნდა აღმოაჩინოს გამარჯვებული მენტალიტეტი, ენთუზიაზმი და ვნება. “ნაპოლი”, რომელიც პირველ ეტაპზე ვნახეთ, ყველაზე ლამაზი, მხიარული და ასევე ყველაზე წარმატებული გუნდი იყო. სილამაზის გარეშე ძნელია გამარჯვება”, – თქვა საკიმ.
კომენტარები post