ირაკლი აზაროვისთვის კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო, ქართველი ფეხბურთელი კარიერას “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ სერბულ გუნდში მას ძალიან კარგად დახვდნენ და მისი ძალიან ეიმედებათ.
სოციალურ ქსელებში აზაროვის ტრანსფერს სერბი გულშემატკივრები ასე გამოეხმაურნენ:
“მართალია, “იუთუბში” ყველა კარგი ფეხბურთელი ჩანს, მაგრამ ამ ბიჭს ისეთი საფეხბურთო მანერები, მოძრაობები აქვს, როგორც თანამედროვე გარემარბებს. დარწმუნებული ვარ, გაამართლებს”
“დიდებული მოთამაშეა, შეტევაში იდეალურად გამოიყურება, განსხვავებით როდიჩისგან, ის მხოლოდ 20 წლისაა”
“ახალი კახა კალაძე”
“ვნახე მისი მომენტები და ნამდვილად დიდი ტალანტი აქვს, ამ ბიჭს ვუგულშემატკივრებ!”
“სტანკოვიჩი (მთავარი მწვრთნელი) ახალგაზრდა ფეხბურთელებში არ ცდება, წარმატებები ირაკლის!”
კომენტარები post