იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს და მატჩის წინ ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელიაა.
იტალიური მედია წერს, რომ სტეფანო პიოლი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელს მიაქცევს და მისი შეჩერება უპირველესი ამოცანა იქნება. გამოცემა Corriere del Mezzogiorno წერს: “მილანი” ალბათ კვარაცხელიას გარშემო გალიას გააკეთებს, კალაბრიას, მესიას უკანდახევით და ბენასერის დახმარებით”.
როგორც ჩანს, “როსონერის” სამწვრთნელო შტაბი სწორედ ამ სამეულს მიავლენს კვარას მეურვეობისთვის. ასეთი ყურადღება გასაკვირი არაა, ხვიჩა იტალიაში უკვე აღარაა სიურპრიზი და მისი თამაშიდან გამომდინარე, მისდამი ყურადღებას მეტოქეებიც გააორმაგებენ.
კომენტარები post