ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"მინდა, რომ ლივერპულმა რეალი დაამარცხოს და ჩემპიონთა ლიგა მოიგოს" - ხამესი


  • 1 თვის წინ
"მინდა, რომ ლივერპულმა რეალი დაამარცხოს და ჩემპიონთა ლიგა მოიგოს" - ხამესი

"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა, მას სურს რომ "ლივერპულლმა" გაიმარჯვოს. 

"მსურს, რომ ფინალში "ლივერპულმა" გაიმარჯვოს და ჩემპიონი გახდეს. "რეალში" ბევრი მეგობარი მყავს, ფანტასტიკური გუნდია, მაგრამ მინდა, ჩემმა თანამემამულე ლუის დიასმა მოიგოს ეს პრესტიჟული ტურნირი" - განაცხადა ფეხბურთელმა. 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2014 წლიდან 2020 წლამდე იცავდა. ახლა კი ყატარულ "ალ რაიანში" თამაშობს.

აქამდე, ხამესმა განაცხადა, რომ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას ისურვებდა. "ალ რაიანთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

 მოგეხსენებათ, "ლივერპულსა" და "რეალს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს გაიმართება. 

ასევე დაგაინტერესებთ