- 14 საათის წინ
იტვირთება
ნაპოვნია 0 პოსტი
© 2022 - GeoSportNews
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" უპირისპირდებიან. სერიის მეორე დაპირისპირებაში "ბარსელონამ" მეტოქე 71:69 დაამარცხა და სერიაში წონასწორობა აღადგინა, 1:1.
კატალონიელთა მხრიდან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა მიროტიჩმა, მან პარკეტზე 33 წუთი გაატარა რა დროშიც 26 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მადრიდელთა მხრიდან საუკეთესო გერშონ იაბუსელე იყო. მან ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულით და 11 მოხსნით, მაგრამ "რეალს" მისი ეს სტატისტიკა გამარჯვებისთვის არ ეყო.
ახლა სერია მადრიდში გადაინაცვლებს და თუ "ბარსელონა" სტუმრად ერთი მატჩის მოგებას მაინც შეძლებს, მაშინ მოედნის უპირატესობას დაიბრუნებს. სერიის მესამე მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.