რუსეთში თამაშის დროს, ხვიჩამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ყველაზე კარგად წალენჯიხაში ისვენებდა. ტრავმის და მსოფლიო ჩემპიონატის პაუზიოს დროს ხვიჩა ახლა სწორედ მშობლიურ რაიონშია და მისი ფან-კლუბის ცნობით, რაიონში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 100 ოჯახს დაეხმარა, მათ შორის, ვეტერან ფეხბურთელებს.
“ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, 50–ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს. სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა”, – წერია გავრცელებულ ცნობაში.
მისგან ასეთი საქციელი პირველი არ არის – პანდემიის დროს, ხვიჩა 19 წლის იყო, თავისი კუთხის ხალხს დახმარების ხელი რომ გაუწოდა.
კომენტარები post