“ბაიერნის” თავდამსხმელი, ტომას მიულერი რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონაში” გადასავლას გამოეხმაურა და აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელს წარმატებებიც უსურვა ახალ კლუბში.
მოგეხსენებათ, ტრანსფერი უკვე გაოფიციალურდა და ლევანდოვსკი ახლა “ბარსას” ფეხბურთელია.
“რობერტ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ “ბარსელონას” რიგებში”
“8 განსაკუთრებული წელი, ბევრი გოლი, ბევრი ტიტული, აღმასვლები და ჩავარდნები. მაგრამ ყოველთვის პატივისცემა და ნამდვილი გამარჯვებულის სულისკვეთება”- წერს მიულერი თავის სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პოლონელის სატრანსფერო თანხა 45 მილიონია პლუს ბონუსები.
კომენტარები post