UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა მეთ სერამ UFC-ის პოდკასტში ქართველის სტუმრობისას “მანქანას” პიოტრ იანთან ბრძოლის წინ დამატებით სამოტივაციო სიტყვები მიმართა.
მეთი რეი ლონგოსთან ერთად ქართველის მებრძოლის მთავარი მწვრთნელია და როცა მერაბი იბრძვის, ამერიკელი რაუნდებს შორის ძალიან მაგრად მუხტავს. სერას საკუთარი სტილი არც პოდკასტში დაუკარგავს.
“მერაბ ახლა ლას ვეგასშია და იანთან საჩხუბრად ემზადება. პიოტრის მიმართა ძალიან კარგი ბიჭი იყავი და ერთი რამ უნდა გითხრა: მოკალი (რეალურად, უცენზურო სიტყვას ამბობს. რედ) ეგ ტიპი! მოკალი მერაბ! შე***ცი იანს! შენ კარგი ადამიანი ხარ, თუმცა ორივემ ვიცით, რომ ცხოვრება ძალიან რთული რამ არის, ეს ზეწოლას ნიშნავს, ბრძოლაც ზეწოლაა და არ მინდა დაგიმატო, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ჩხუბზე მეტია! ვიცი, როგორ გიყვარს გამოწვევები, შენი ქვეყანა კი ამ მატჩის დროს ზურგს გიმაგრებს, ჰო და მიხედე ამ რუს მჩაგვრელს. ისე გიყურებდა როცა შეხვდი, თავმომწონედ, შენ ძალიან ზრდილობიანად იქცეოდა. მაგრამ დროა გაიგონ, იანმაც და ყველა რუსმა გაიგოს, რომ კარგი ადამიანობა სისუსტეს არ ნიშნავს. შენ ცეცხლი უნდა დაანთო, მერაბ! ამ ბრძოლას მოუთმენლად ველოდები!
ერთ რამეს ვხვდები, რომ დვალიშვილთან ჩხუბი იანისთვის უფრო ცუდი იქნება, ვიდრე ალჯამეინ სტერლინგთან ჰქონდა. არ ვამბობ იმას, რომ მერაბი ალჯოზე უკეთესია, მაგრამ სტილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ბიჭი არ გაჩერდება, სულ წინ გადადგამს ნაბიჯს, სულ პრესინგზე იმუშავებს. ამას გარდა, მერაბმა მარლონ მორაესთან მატჩში აჩვენა, რომ უმძიმესი დარტყმების მიღება შეუძლია, ისეთების, რომლებიც ხალხს ღრმა ნოკაუტში გაუშვებს, თუმცა ამის შემდეგ დაბრუნება და მატჩს მოიგებს. არა მგონია, რომ პიოტრ იანს ოდესმე ეჩხუბოს ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც დვალიშვილის მსგავსი ინტენსიურობა ჰქონდა, ასეთი გამძლეობა და ენერგიულობა თავისთავად ძალიან დიდი პლუსია. წინ და უკან, ზემოთ და ქვემოთ გაუჩერებლად იმოძრავებს, იმუშავებს, ეს დაუჯერებელი რამ არის. ჟოზე ალდოს დივიზიონში თეიქდაუნებისგან დაცვის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, ყველაზე არაკომფორტული მეტოქე იყო მერაბისთვის, მაგრამ ოქტაგონზე გავიდა და ის გააკეთა, რაც მოსაგებად სჭირდებოდა. პიოტრ იანი კი წაგების გამო სულ გამართლებებს ეძებს, სულ ტირის. ახლა დვალიშვილი თუ მოუგებს, იტყვის, UFC-ს არ მოვწონვარო. მოდი, ცოტა უფრო ღირსეულად მოიქეცი პატარა ქედმაღალო რუსო,” – თქვა სერამ.
დვალიშვილისა და იანის ბრძოლა 12 მარტს გაიმართება. ქართველისა და რუსის დაპირისპირება საღამოს მთავარი ჩხუბი იქნება. მერაბს UFC-ში ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც ალჯამეინ სტერლინგთან (22-3) ერთად დივიზიონის საუკეთესო მაჩვენებელია, მთელ პრომოუშენში კი მეოთხე. პიოტრის დამარცხების შემთხვევაში დვალიშვილი, სავარაუდოდ, მომდევნო ბრძოლას ქამარზე გამართავს.
კომენტარები post