“ატლეტიკოს” თავდამსხმელი, ალვარო მორატა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს.
როგორც ცნობილი ინსაიდერი, ნიკოლო სკირა წერს, “ეშმაკუნები” ესპანელი ფორვარდის დამატებით არიან დაინტერესებულები. 29 წლის შემტევის აგენტთან მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა წარმატებით ჩაიარა.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “როხიბლანკო” მორატას გაშვებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, როცა სხვა თავდამსხმელს იპოვის.
კომენტარები post