როგორც Yahoo! Sports იტყობინება, NBA-ის მომავალ სეზონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება სავალდებულო აღარ იქნება. მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგა მაინც იძლევა ვაქცინაციის რეკომენდაციას, ან ვირუსზე ტესტირებას გარკვეული ინტერვალით.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში NBA-ში მოთამაშეებისთვის ასევე არ იყო აუცილებელი ვაქცინაცია, მაგრამ COVID-19-ზე აცრა სავალდებულო იყო ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც მატჩების დროს მოთამაშეებისა და მსაჯებისგან 5 მეტრში მუშაობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ NBA-ში არ არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებული ოფიციალური წესი, ქალაქებში, სადაც გუნდებია ბაზირებული, თავ-თავიანთი წესები შეიძლება ჰქონდეთ. გასული სეზონის დასაწყისში გოლდენ სტეიტი, ნიუ იორკი, ბრუკლინი და ტორონტო თამაშობდნენ ქალაქებში, სადაც ვაქცინაციის შედარებით მკაცრი პოლიტიკა ჰქონდათ, თუმცა წესები, რომლებიც უორიორსზე, ნეტსსა და ნიქსზე გავლენას ახდენდა, ჯერ კიდევ მარტში გააუქმეს.
კომენტარები post