რამდენიმე თვის წინ, ცნობილმა ჟურნალისტმა, ვასილი უტკინმა, არტიომ ძიუბას “საკუთარ თავზე შეყვარებული წიწაკა” უწოდა.
იხილეთ რას ამბობს უტკინი:
“აბა, როგორ არ უნდა მიყვარდეს ძიუბუშკა?! ბიჭმა ჯიქიას კაპიტნის სამკლაური წაართვა და ისე მივიდა გულშემატკივრებისთვის მადლობის მოსახდელად. ის არის საკუთარ თავზე ფენომენალურად შეყვარებული წიწაკა! ბელგიის მერე როგორ იყო? ისე გავიდა მოედნიდან გულშემატკივარი არ გახსენებია”, – წერდა უტკინი.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრებთან შეცვლის შემდეგ ძიუბამ სამკლაური ჯიქიას გადასცა, როგორც ვიცე-კაპიტანს, ხოლო თამაშის შემდეგ, ეტყობა, უკან დაიბრუნა ან წაართვა.
კომენტარები post