UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა და ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა ოლეგ ტაკტაროვმა Meta-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი მერაბ დვალიშვილისა (15-4) და პიოტრ იანის (16-4) მომავალ ჩხუბზეც გააკეთა.
იანი და დვალიშვილი ერთმანეთის წინააღმდეგ ოქტაგონზე 2023 წლის 12 მარტს გავლენ. მათ დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.
“მერაბ დვალიშვილი ალჯამეინ სტერლინგის თანაგუნდელია. ეს ნიშნავს, რომ მის მოსამზადებელ ბანაკში დივიზიონის მეფე და პარტერში უძლიერესი მებრძოლი იქნება. ტექნიკურად მერაბი ალჯოზე სუსტია, პიოტრმა კი სტერლინგთან ჩხუბში დაშვებულ შეცდომებზე ბევრი იმუშავა. ამ ლოგიკით, დვალიშვილმა იანს წინააღმდეგობა ვერ უნდა გაუწიოს. მე შეკრებებზე ქართველ ბიჭებთან ერთად გავიზარდე, მათ პარტერში ჭიდაობა საერთოდ არ იცოდნენ. ქართველების ეროვნული ხასიათი ასეთი იყო: მოწინააღმდეგეებს ჭიდაობაში ფეხზე დგომისას ამარცხებდნენ. ქართული სული ამაშიც გამოიხატება, რისი ნათელი დადასტურებაც მათი ცეკვებია. არ ვიცი, რამდენად ძლიერია დვალიშვილი პარტერში, მაგრამ მგონია, რომ იანი მას უნდა გაუმკლავდეს.
პიოტრს პრობლემები ‘მევიოლინეებთან’ ჩხუბისას ექმნება. მეც ასე ვიყავი – ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე ყალბი საბუთებით მოჭიდავე უფროსებს ვუგებდი, სუსტებთან ვმარცხდებოდი. ისეთ კურდღლებთან, როგორიც შონ ო’მალია, იანს საბრძოლო განწყობის შექმნა უჭირს. შეხედავ ო’მალის, ვერ ხვდები, კაცია თუ ქალი, ასეთი სპორტსმენი თუ ძლიერი აღმოჩნდა, გამარჯვების მოპოვება რთული ხდება. პიოტრი სტერლინგთან პირველი მატჩისას საჩხუბრად განეწყო და მეტოქეს აჯობა. მეორე დაპირისპირებაში მოშვებული იყო, რის შედეგადაც პირველი სამი რაუნდი პარტერში გაატარა. დვალიშვილთან ბრძოლაში პიოტრს ასეთი რამ არ დაემართება, რადგან იცის, ადვილი ჩხუბი არ ელის და შესაბამისი განწყობაც ექნება. არაა საჭირო თრეშ თოქი, ოქტაგონზე ზედმეტი სიტყვების გარეშე უნდა გავიდეს. როცა მატჩს თავაწეული ხვდები, ერთი მსახიობის შოუს შექმნას ცდილობ, ბოლოს მოწინააღმდეგე იმარჯვებს,” – თქვა ტაკტაროვმა.
კომენტარები post