ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ბრუნდება! ტოკიოს ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი 4 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობაზე იასპარეზებს და ამგვარად, ოლიმპიური ოქროს მოგებიდან 403 დღის შემდეგ ტატამიზე პირველად გავა.
“ეს ჩემი პირველი ტურნირია მხრის ოპერაციისა და ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ. მართლაც მოუთმენლად ველოდები დაბრუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ ტურნირზე მონაწილეობის მიღება შემიძლია. მჭირდება შეჯიბრის გამოცდილება და რიტმი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად ვიყო”, – განაცხადა ლაშამ.
ბექაური ხვალ იჭიდავებს და ის პირველი წრისგან თავისუფალია და მე-2 წრეში ჩეხ ჟირი პეტრისა და მონტენეგროელ ნოვო რაიჩევიჩის წყვილში უმჯობესს შეხვდება.
კომენტარები post