კოპა დელ რეის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “ვალენსია” “ხიხონს” ესტუმრა და ანგარიშით 0:4 იმარჯვა. “ღამურების” კარს 22 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც მთელი შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა.
გავლენიანი გამოცემა Sofascore-ის ვერსიით, გიორგი მამარდაშვილმა 6.9 შეფასება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ქართველმა მეკარემ ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ისიც პენალტით მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.
კომენტარები post