წლევანდელი საფეხბურთო სეზონი უჩვეულოდ ჩაივლის, რადგანაც ნოემბერში და დეკემბერში საკლუბო ფეხბურთს მსოფლიო ჩემპიონატი ჩაანაცვლებს.
ამის შესახებ კომენტარი “ლივერპულის” თავკაცმა, იურგენ კლოპმა გააკეთა და საფეხბურთო ორგანიზაციებს ფეხბურთელებისკენ მეტ ზრუნვაზე მოუწოდა.
“ფეხბურთელები ისედაც ზედმეტად არიან დატვირთულები. ამას ძალიან გაბრაზებული ვამბობ, ეს არასწორია. არავინ არ ლაპარაკობს ამაზე იმდენს, რამდენიც საჭიროა. რაღაც უნდა შეიცვალოს.
ფიფა, უეფა, ინგლისის ასოციაცია, პრემიერ ლიგა – მოდით, დავილაპარაკოთ. საჭიროა ერთობლივი შეხვედრა, რომლის მთავარ თემად ფეხბურთის უმთავრესი ნაწილი – ფეხბურთელები გახდება.
მსოფლიო ჩემპიონატი 2022 არასწორ დროს, არასწორი მიზეზებით ტარდება.”– განაცხადა კლოპმა.
კომენტარები post