2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება. ეს მუნდიალი განსაკუთრებული იქნება, რადგანაც აქამდე ნოემბერ-დეკემბერში არასდროს გამართულა.
მასპინძელიც გამორჩეულია, ყატარმა უახლესი სტადიონები ააშენა ამ დიდი ღონისძიების სამასპინძლოდ. ასევე “გამორჩეულია” ის შეზღუდვებიც, რომელსაც ყატარი გულშემატკივრებს უწესებს.
- მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. მანდილოსნებს ეკრძალებათ ფეხის ფეხზე გადადება. ჰომოსექსუალები მატჩებს ვერ დაესწრებიან.
- ასევე, სტადიონზე აკრძალულია უხამსი სიტყვების გამოყენება, ხმამაღალი მუსიკა და ყვირილი, ადამიანებისთვის გაუფრთხილებლად სურათების გადაღება. აკრძალულია მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების უპატივცემულობა.
- იკრძალება სტადიონზე პაემნები. რას გულისხმობს ეს წესი უფრო კონკრეტულად ამას ბოლომდე გულშემატკივრებიც ვერ მიხვდნენ.
კომენტარები post