იტალიის ნაკრების მთავარმა მწრთვნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებთან ერთან მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებს.
“როდესაც ეროვნული ნაკრები ჩავიბარე, ორი მთავარი მიზანი დავისახე: ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება. ერთი წლის წინ, როდესაც ევრო 2020-ის თასი ხელში მეჭირა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მუნდიალის ჯილდოსაც მიყოლებით მოვიგებდი. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობდი, მაგრამ ცხადია, ეს წელს ვერ მოხდება. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შევძლებთ”.- განაცხადა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ იტალია მუნდიალის მიღმა დარჩა. გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
კომენტარები post