ამერიკული მედიის თანახმად ჯეიმს ჰარდენი “ფილადელფია სიქსერსთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. Philadelphia Inquirer-ის ექსკლუზიური ინფორმაციით მხარეებს შორის 2-წლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი.
ამ პერიოდის განმავლობაში კი ჰარდენი 68 მილიონ დოლარს მიიღებს. NBA-ის სუპერვარსკვლავს ჰქონდა საშუალება გამოეყენებინა ოფცია, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთი სეზონით დარჩებოდა “ფილადელფიაში” და 47 მილიონ დოლარს მიიღებდა, მაგრამ ასე არ მოიქცა.
ჰარდენმა კლუბის სახელფასო ჭერზე იფიქრა და გუნდის მესვეურებს შემადგენლობის გაძლიერებისთვის ფინანსური კუთხით მეტი მოხერხებულობა მისცა.
მომავალ სეზონში ჯეიმს ჰარდენისა და ჯოელ ემბიდის დუეტი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შეტევა იქნება.
კომენტარები post