ხვიჩა “ნაპოლიში” სულ ახლახანს გადავიდა და გულშემატკივრების დიდი სიმპათია უკვე დაიმსახურა. ბავშვებისთვის უკვე მისაბაძი ფეხბურთელი გახდა, მთელ ნეაპოლს მისი იმედი აქვს. ორი მატჩი უკვე ითამაშა და სამი გოლის გატანაც მოახერხა, ერთ საგოლე გადაცემასთან ერთად.
ქართველმა ემიგრანტმა კი ხვიჩაზე მცირედი ისტორია მოგვიყვა:
“გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბადანტეები არ დავრჩეთ. უბანში ყველა მეკითხება – იცნობთ Kuicha kuatskeli-ს? ეს არასწორად ნათქვამი გვარ-სახელიც კი მიხარებს გულს. ვიწყებ ჩემი “კვარახჭინა” იტალიურით იმის ახსნას, რომ ის არის პატარა, ულამაზესი სახელმწიფოდან (ქართველი რომაა, უკვე იციან), სტუმართმოყვარე ერის შვილია-მეთქი (არ ვამბობ, რომ ერთმანეთი გვძულს).
ახლა ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად ვიყავი (10€) და იქ მომუშავე პატარა ბიჭმა ფული არ გადამახდევინა. მადლობა რომ გადავუხადე, მიპასუხა – მადლობა ხვიჩა კვარაცხელიასო. წარმატებები ხვიჩას და მადლობა.”
კომენტარები post