შოთა არველაძის “ჰალ სიტი” ინგლისის ლიგის თასის პირველ ეტაპზე “ბრედფორდს” დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დამარცხდა.
“ჰალი” პირველ ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოსვე ორი უპასუხო გოლი მიიღო და ამის შემდეგ მატჩში არაფერი აღარ შეცვლილა. მატჩის შემდეგ არველაძემ მარცხი ასე შეაფასა.
“საკმაოდ მტკივნეულია, ბიჭებისგან მეტს მოველოდი. პირველ ტაიმში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეტოქეს 9 კუთხური ჩავაწოდებინეთ, რაც მიუღებელია.
ფეხბურთელებმა, რომლებმაც მეტი შანსი უნდა შექმნან, უნდა იყვნენ მეტად გამბედავები და კრეატიულები. ჩვენ ყველა თამაშში უნდა გავიზარდოთ, მე ეს მინდა”,- განაცხადა არველაძემ.
კომენტარები post